
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო. დირექციამ მიმართ მოსწავლეებს და წარმატებული წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელი, გასულ წლებთან შედარებით, განსხვავებულად დაიწყო ყველა სკოლაში.
„ქუთაისის N17 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებს! დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი.
2020-2021 სასწავლო წელი განსხვავებული მოლოცვითა და გამოწვევებით გვამახსოვრებს თავს, გვინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები გისურვოთ. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს“,-წერია სკოლის დირექციის მილოცვაში.