რკვიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განახლდა
17-09-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რკვიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა.

მონატრებულ მასწავლებლებს მოსწავლეები სკოლის კედლებში შეხვდნენ. პირველკლასელებს დაურიგდათ პორტატული კომპიუტერები. მათთვის განსაკუთრებული იყო 15 სექტემბერი.

სკოლამ უკვე გაიარა შემოწმება და სრულად აკმაყოფილებს რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203