მოლითის საჯარო სკოლა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში ახალი რეგულაციების გათვალისწინებით დაიწყო. 

სკოლის დირექციამ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

სკოლა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 

„მოლითის საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წლის მაუწყებელმა ზარმა დარეკა! მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ! წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ! განსაკუთრებით კი ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს! მათ ხომ ეს-ესაა პირველი ნაბიჯები გადადგეს ცოდნის სამყაროში შესაბიჯებლად!
მოლითის საჯარო სკოლა ბედნიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203