„გილოცავთ სკოლაში დაბრუნებას“- ბაზალეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით განახლდა
16-09-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და თანამშრომლებმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს.

სკოლა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნებას ულოცავს. 

„ბაზალეთის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და სკოლაში დაბრუნებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203