„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ!“-ჭრებალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განსხვავებულად დაიწყო
16-09-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განსხვავებულად დაიწყო. დირექციამ მოსწავლეებს მიმართა და ნაყოფიერი წელი უსურვა.

„უჩვეულოდ, მაგრამ სასწავლო წელი დაიწყო, ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ! ულევ სიხარულს და წარმატებებს გისურვებთ, მინდა იყოთ ჭკვიანები, პროგრესულად მოაზროვნეები, ჯანსაღად ამბიციურები, ადამიანურები, მადლიერები და მიმტევებლები, ყოველი თქვენი გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყოს ოჯახისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.

გილოცავთ მშობლებო, პედაგოგებო, სიხარულს სიმშვიდესა და წარმატებებს გისურვებთ! მიყვარხართ და მეიმედებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203