ახალციხის N2 სკოლამ საკლასო ოთახები ღია სივრცეში გადაიტანა - პირველკლასელებმა სასწავლო წელი ორიგინალურად დაიწყეს
16-09-2020

ახალციხის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს განსხვავებულად დახვდნენ.

მასწავლებლებმა პატარებს დღე გაულამაზეს, რათა მათთვის საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო პირველი დღეები სკოლაში. 

პირველი დღე, პირველი გაკვეთილი პირველ კლასში ღია სივრცეში წარიმართა.

„ხვალიდან ნამდვილ საკლასო ოთახებში გადავინაცვლებთ. წარმატებები ჩვენს პირველკლასელებს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203