ცუცხვათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ახალ, რეაბილიტირებულ ფართში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დაიწყო
16-09-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო ახალ, რეაბილიტირებულ ალტერნატიულ ფართში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. 

„ვიმედოვნებთ, რომ ახალ გარემოში მოსწავლეები აკადემიურ ცოდნას გააუმჯობესებენ. სასწავლო წელი ახალი გამოწვევებით იწყება, თუმცა ამ გამოწვევებს სათანადო ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით გავუმკლავდებით“,- აღნიშნავს ცუცხვათის სკოლის დირექტორი დავით კუპრაშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203