წინსვლის საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
16-09-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ადმინისტრაციამ სრულად გაითვალისწინა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის რეკომენდაციები.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული. ამ უჩვეულო ამპლუაში პირველად, როგორც არასდროს, მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება!“-აღნიშნულია დირექციის მიმართვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203