ხეოთის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი რეკომენდაციების დაცვით დაიწყეს
16-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით დაიწყო. ექვსთვიანი განშორების შემდეგ მასწავლებლები მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით და სითბოთი შეხვდნენ. ეს დღე განსაკუთრებული იყო პირველკლასელებისთვის, რომლებსაც საჩუქრები გადაეცათ.

„ტრადიციულად, პირველკლასელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩუქარი ნეთბუქები გადეცათ, ასევე ტრადიციულად მერიისაგან სასკოლო საკანცელარიო ნაკრები.

მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი თანადგომისათვის და გულისხმიერებისათვის, მადლობა თითოეულ თანამშრომელს გვერდში დგომისათვის, განსაკუთრებული მადლობა რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს თავდაუზოგავი შრომისათვის, რომ ეს დღე ასეთი ლამაზი დაუვიწყარი ყოფილიყო ჩვენი მოსწავლეებისათვის და განსაკუთრებით პირველკლასელებისათვის“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203