„ერთმანეთის სიყვარულით და ყველა რეკომენდაციის დაცვით ყველაფერი კარგად იქნება“-დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორის მიმართვა მოსწავლეებს
16-09-2020

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა. 

სკოლის დირექციამ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

სკოლის დირექტორმა პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას (სამინისტროს, რესურსცენტრს, მასწავლებლებს, სკოლის დამხმარე პერსონალს) ვისაც კი ცოტაოდენი წვლილი მიუძღვის სკოლის უსაფრთხო გარემოს შექმნაში.

ერთმანეთის სიყვარულით და ყველა რეკომენდაციის დაცვით ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა მოსწავლე გააცნობიერებს მოვალეობებს, დაიცავენ რეგულაციის წესებს, რათა ყოველი დღე ხალისიანად, სკოლის ზარის დარეკვით დავიწყოთ.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, სკოლის დირექცია“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203