ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო
16-09-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო.

ადმინისტრაციამ დროულად შეიტანა სკოლაში სადეზინფექციო ხსნარები, დისპენსერები, თერმომეტრები, სახელმძღვანელოები.

სკოლის ყველა თანამშრომელს, მოსწავლესა და სტუმარს უტარდება თერმოსკრინინგი. ასევე აღჭურვილნი არიან სადეზინფექციო ხსნარებით და თერმომეტრებით მძღოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებს წარმატებებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203