ქვილიშორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით დაიწყო
16-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.

დირექციამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაიცვა და ბავშვებს უსაფრთხო და სუფთა გარემო დაახვედრა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ. სკოლამ დღეს მიიღო ყველა წესის დაცვით მოსწავლეები და პედაგოგები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203