ახალციხის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მედიაწიგნიერის ტიტული მოიპოვა
16-09-2020

ახალციხის N6 საჯარო სკოლის გუნდმა „რეალითი“ (პედაგოგი თამარ ჩაფიჩაძე) მედიის განვითარების ფონდისა და ნიდერალნდების საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ილიას უნივერსიტეტთან და PH International საქართველოსთან პარტნიორობით გამოცხადებულ კონკურსში „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“.

გუნდმა შეიმუშავა საპროექტო განაცხადი მედიაწიგნიერების კრიტიკული ანალიზის შესახებ. 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის ტიტული გუნდმა მოიპოვა, რომელიც რაბათის ციხეზე ფორტ ბოიარდის თამაშის განახორციელებას გეგმავს.

პროექტის მიზანია მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა მოსწავლე ახალგაზრდებში. გუნდის წევრები არიან: სალომე ტაბატაძე, მათე ნებაძე, საბა გელაშვილი და გიორგი გეწაძე. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203