ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით დაიწყო
15-09-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია რაც პროექტით „MILLENIUM“ რეაბიტილდა. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობილ სკოლაში, რა თქმა უნდა, დაცულია ჰიგიენაც და მოსწავლეთა უსაფრთხოებაც. თუმცა პანდემიამ სკოლა სხვა გამოწვევების წინაშე დააყენა.   

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები და დროულად აღჭურვა შენობა: დეზობარიერით, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებებით, საინფორმაციო ბანერებით, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასევე მოეწყო სამედიცინო-საიზოლაციო ოთახი, დაინიშნა პასუხისმგებელი პირი, განისაზღვრა მისი სამუშაო გრაფიკი და მოვალეობები.

„აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჩვენი სკოლა მოხვდა იმ 820 სკოლას შორის (1500-დან), რომელმაც 15  სექტემბერს სასწავლო წლის ზარი დარეკა. ასეთ გარემოში დაიწყეს სწავლა ჩვენმა მოსწავლეებმა“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ზემო ქედის N2 სკოლა აქტიურობით და წარმატებული მოსწავლეებით გამოირჩევა. მათ შორის, სკოლა აქტიურად არის ჩართული „ეტალონის“ პროექტებში, სკოლის 10 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპინატის ნახევარფინალში გავიდა. 2018 წელს კი სკოლის მოსწავლემ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203