„ჩვენ მალე შევხდებით ერთმანეთს!“-კაპრეშუმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო
15-09-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე თურმანიძე მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. სკოლაში სწავლა დისტანციურად განახლდა.

„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, ისევ დისტანციურ რეჟიმში გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებულ, შინაარსიან და სიახლეებით დატვირთულ წელს გისურვებთ! ვიწყებთ დისტანციურად, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია, რადგან თქვენ უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი მომავალი!

განსაკუთრებით მინდა მივულოცო მოსწავლის სტატუსი სკოლის 14 პირველკლასელს, 14 გულანთებულ და თვალანთებულ პატარას და ვუსურვო წარმატებები ცოდნის დიდ ტაძარში! ჩვენ მალე შევხდებით ერთმანეთს!

გილოცავთ მშობლებო და მასწავლებლებო, ჩვენ ერთად შევძლებთ მხარი ავუბათ ყველა გამოწვევას ღირსეულად!“-ნათქვამია დირექტორის მილოცვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203