„იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე შევხვდებით სკოლის კედლებში“ - კერძო სკოლა „ჰელიოსი“ დისტანციურ სწავლებას ეფექტურად წარმართავს
15-09-2020

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსმა“ ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. 

დისტანციურ სასწავლო პროცესში პირველკლასელებიც წარმატებით ჩაერთნენ.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„სკოლა ჰელიოსის“ ადმინისტრაცია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დიდი იმედი გვქონდა 2020-2021 სასწავლო წელს სკოლის კედლებში დავიწყებდით, სკოლა ამისთვის სრულად იყო მომზადებული. თუმცა, ქვეყანაში გაუარესებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ იძულებულები გაგვხადა ისევ ონლაინ სწავლებაზე გადავსულიყავით. სასიხარულო ამ ამბავში ის არის, რომ ჩვენ სკოლას დისტანციური სწავლების დიდი გამოცდილება აქვს, რაც გვეხმარება პროცესი გავმართოთ და მაქსიმალურად ეფექტურად წარვმართოთ. გვინდა გაცნობოთ, რომ ამჟამად ონლაინ გაკვეთილები ჩართულია ყველა მოსწავლისთვის, 1-დან 11 კლასის ჩათვლით. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი პირველკლასელების მონდომება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს! იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე შევხვდებით სკოლის კედლებში“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203