ნახუნაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით დაიწყო
15-09-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო. სკოლას შეემატა ორი პირველკლასელი მოსწავლე.

ბაშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა და მოკლედ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა დაიცვან მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ასევე შეახსენა, რომ ძალაში შევიდა ბავშვთა უფლებების კოდექსი, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ბავშვის მოვალეობები და უფლებები.

პირველკლასელებმა ლექსები თქვეს და სიმბოლურად პირველი ზარიც დარეკეს. დირექტორმა პირველკლასელებს კომპიუტერები გადასცა და კიდევ ერთხელ მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, უსურვა მათ ცოდნის დაუფლება და გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203