თბილისის N89 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო
15-09-2020

თბილისის N89 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო. სკოლამ შრომის ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, სკოლაში დისტანციური სწავლებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი. სკოლის ადმინისტრაციამ, კლასის დამრიგებლებმა და საგნობრივმა კათედრებმა ამ მიმართებით დიდი მუშაობა გასწიეს.

„ახალ სასწავლო წლის დაწყებას 89-ე საჯარო სკოლა ორგანიზებულად და არსებული პირობების მოთხოვნების
შესრულებით შეხვდა. სკოლამ წარმატებით გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინსპექციის რეკომენდაციის გათვალისწინების შესახებ. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი დისტანციური სწავლებისათვის. სკოლის ადმინისტრაციამ, კლასის დამრიგებლებმა, საგნობრივმა კათედრებმა ამ მიმართებით დიდი მუშაობა გასწიეს. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლისთვის შედგენილია საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილის ჩატარების განრიგი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203