გალავნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი რეკომენდაციების დაცვით წარმატებით დაიწყო
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
სკოლის დირექციამ და თითოეულმა თანამშრომელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.
„სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო! სკოლის დირექტორის, ქალბატონი ელისაბედ ნავდარაშვილის, სასწავლო ნაწილის ლეილა კუპრაძისა და თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, სკოლაში Covid 19-ის პრევენციის მიზნით ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია:
- ყველა რეკომენდაციის დაცვითაა გაწერილია საგანგებო სიტუაციაში სკოლის სამოქმედო გეგმა!
- დაწესებულების ყველა შესასვლელში მოთავსებულია დეზობარიერები და ხელის სადეზინფექციო სითხე;
- კლასებში მერხები განლაგებულია 1 მეტრიანი დისტანციით, ხოლო დერეფანსა და ეზოში მონიშნულია ადგილები 2 მეტრიანი დისტანციისთვის.
- ყველა საკლასო ოთახში მოთავსებულია სადეზინფექციო სითხე.
- სკოლაში გაკეთდა საიზოლაციო ოთახი და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში
იხილეთ ფოტოები