ხვანჭკარის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი მოწესრიგებულ გარემოში დაიწყო
15-09-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი უჩვეულოდ დაიწყო. დირექციამ გაითვალისწინა განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები და ბაშვებს უსაფრთხო გარემოში დახვდა.

„2020-2021 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში, მართალია უჩვეულო, მაგრამ მოწესრიგებულ და ყველასათვის სასურველ გარემოში იმედიანად დაიწყო.

სკოლამ გაითვალისწინა ყველა საჭირო რეკომენდაცია, რომლის შესრულებაზე კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს, ყველასთვის სასიხარულოა სკოლების დაცარიელებული შენობებში მოსწავლეების ჟრიამულის კვლავ გაგონება. ემოციებით დატვირთული მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურ მუშაობას შეუდგნენ“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203