დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით დაიწყო
15-09-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში დღეს, 15 სექტემბერს, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. 

სკოლამ სასწავლო პროცესი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების დაცვით დაიწყო. 

სკოლა მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს სწავლის დაწყებას ულოცავს. 

„ასევე ვულოცავთ პირველი კლასის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას:   

პირველი კლასი და ახალი მეგობრები,  

წიგნები და საშინაო დავალებები - სკოლის კარი თქვენთვის ღიაა.  

საბავშვო ბაღი, ბავშვებო  - ნახვამდის!   

დაე ყველაფერი მშვენივრად იყოს!“,-ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203