„მალე შევხვდებით ერთმანეთს!“ - აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2020

აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. სკოლის დირექტორი მოსწავლეებს მიმართავს:

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

განსაკუთრებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებსაც განსხვავებულ რეალობაში უწევთ ცოდნის გზის გაკვალვა.

გილოცავთ პატარებო! თქვენი ცოდნის გზა ხსნილია და ამ გზაზე საოცარი თავგადასავლები გელოდებათ!

მალე შევხვდებით ერთმანეთს!

ყველაფერი კარგად იქნება!“,- აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203