ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გაატარეს
15-09-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გაატარეს და სკოლას ახალი ემოციებით დაუბრუნდნენ. მე-11 კლასელებმა, დამრიგებელთან ერთად, საინტერესო ექსკურსია მოაწყვეს.

„ზაფხულის არდადეგები მიიწურა. ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მთელი ზაფხული სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი დავლაშქრეთ. არდადეგების ბოლო კვირა დღეს ვეწვიეთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრასთან მდინარე თავფარავნის ნაპირზე აგებულ უძველეს სალოცავს. დავისვენეთ. ანკარა წყაროს წყალი დავლიეთ. მოვუსმინეთ მდინარის დუდუნს. ლექსებიც ვთქვით და დავუბრუნდით ჩვენს სკოლას.

გამარჯობა სკოლა. ყველას წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ“,-წერს მე-11 კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯული ველელი შირინიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203