გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა
15-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდა. როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს დიდი მოლოდინით და სიხარულით ელოდნენ. დირექციამ სამინისტროს ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.

„ჩვენს გვერდით დგანან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და მშობლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წყალტუბოს საგანმანმანათლებლო რესურცენტრი, ქალაქის მერი და მერიის ზედამხედველობის სამსახური, ინფრასტრუქტურის სამსახური.

დიდი მადლობა ყველას დახმარებისა და გვერდში დგომისთვის.

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც განახლდება ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, წარმატებული ყოფილიყოს ყველასათვის და განსაკუთრებით ვეფერები პირველკლასრლებს, რომლებსაც დიდი სიყვარულით გელით თქვენი საყვარელი გულნარა მასწავლებელი“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203