„ძალიან მენატრებით ჩვენო მოსწავლეებო“-თბილისის N102 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო
15-09-2020

თბილისის N102 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. დირექციამ წერილი გაავრცელა და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიმართა:

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, ძვირფასო მასწავლებლებო, ადმინისტრაციისა და დირექციის წარმომადგენლებო. გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას.

განსხვავებულ მდგომარეობაში გვიწევს როგორც სასწავლო წლის დაწყება, აგრეთვე მუშაობაც, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი იმედი მაქვს ღირსეულად გავუმკლავდებით ყველანაირ სირთულეს.

განსაკუთრებით მინდა მოვეფერო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც ყველაზე მეტად ემზადებოდნენ და ელოდნენ სასწავლო წლის დაწყებას. მინდა დავლოცო მათი შემობრძანება ცოდნის სამყაროში.

ძალიან მენატრებით ჩვენო მოსწავლეებო. მენატრება თქვენი ჟრიამული სკოლის კედლებში. იმედს ვიტოვებ, ძალიან მალე მოგვეცემა შესაძლებლობა სასწავლო პროცესი განვაახლოთ სკოლის კედლებში“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203