
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, დებმა თამარ და ქეთი ოქროპირიძეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.
„ჩვენს სკოლას კიდევ ორი საამაყო მოსწავლე ჰყავს.ძალიან ჭკვიანი და ლამაზი დები - თამარ და ქეთი ოქროპირიძეები სტუდენტები გახდნენ.
თამარ ოქროპირიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქეთი ოქროპირიძე - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
გილოცავთ, წარმატებულ მომავალს და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.