„უფლის საჩუქარია პირველკლასელთათვის პირველი ზარის დარეკვა“ - ბანოჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
15-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ბანოჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, საზეიმო განწყობით განახლდა.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას მიესალმა, პირველკლასელებისთვის კი პირველი ზარი დაირეკა. სკოლა აკურთხა მამა დავითმა, ასევე გაიხსნა სკოლის გარე სტადიონი. სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ, სკოლის კურსდამთავრებულს დავით ბენდელიანს ბურთი გადასცა. 

ხალისობს სკოლა... ხალისობს მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი. უფლის საჩუქარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში მოკრძალებული მისალმება სასკოლო საზოგადოებასთან. პირველკლასელთათვის პირველი ზარის დარეკვა და ცოდნის ზეიმის განწყობის შექმნა. დღევანდელი მოკრძალებული დამოკიდებულება გაალამაზა სკოლის კურთხევით მამა დავითმა, რისთვისაც სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო წილოსანი მადლობას უხდის მაღალი თანამშრომლობითი კულტურისა და ჯანსაღი კომუნიკაციისათვის.
გაიხსნა გარე სტადიონი. სიმბოლურად ქალბატონმა ნინომ ბურთი გადასცა 2019-2020 სასწ. წლის სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ, სკოლის კურსდამთავრებულს დავით ბენდელიანს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203