
თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურად დაიწყო. ადმინისტრაცია ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, რომ ბავშვებს ფერადი და გალამაზებული სკოლა დახვედროდათ. დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ემოციურად მიმართა:
„მოწყენილია თქვენი მომლოდინე სკოლის კედლები ჩვენო მერცხლებო!!! გვჯერა, რომ მალე აჟრიამულდება ჟივილ-ხივილით თქვენი მშობლიური, მონატრებული სკოლა!!!
მშვიდობიან, ბედნიერ, წარმატებულ და ჯანმრთელ სასწავლო წელს გისურვებთ ჩვენო და სრულიად სამყაროს აღსაზრდელებო, პედაგოგებო, მშობლებო!!!!"-წერს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები