„ვფიქრობდით, მონატრებულ მოსწავლეებს სკოლაში შევხვდებოდით, მაგრამ მთავარია მშვიდობა“-ორბელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო
15-09-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლაში, პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო. დირექტორმა ნინო ბურჯალიანმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიმართა:

„ვემზადებოდით სასწავლო წლის დაწყების პირველი დღისთვის, ვფიქრობდით, მონატრებულ მოსწავლეებს სკოლაში შევხვდებოდით, მაგრამ მთავარია მშვიდობა ჩემო კარგებო და დისტანციური სწავლებაც არაა ჩვენთვის უცხო. ყველა ჩვენგანისათვის ნათელია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
ყველა მოსწავლის და მასწავლებლის მესმის უსიტყვოდ.

მჯერა ყველა მშობლის კეთილგონიერებისა. გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, დავიცვათ საკუთარი და ერთმანეთის ჯანმრთელობა. დროებით კვლავ დისტანციურად გავაგრძელოთ თანამშრომლობა იმის იმედით, რომ მალე მშვიდობით დავუბრუნდებით ჩვენს სკოლას.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!“-წერია დირექტორის მიმართვაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203