„უჩვეულო ნახევარმა წელმა ამ დღის და ერთმანეთის ფასი მეტად შეგვაგრძნობინა“-ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
15-09-2020

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. 

მონატრებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა სასწავლო წლის დაწყება ემოციური წერილით მიულოცა. 

„უკვე 15 სექტემბერიც დადგა, დილით მონატრებულ მშობლიურ სკოლას უნდა დავუბრუნდეთ, ცოტა განსხვავებული წესების დაცვით.
უჩვეულო ნახევარმა წელმა თითოეულ მასწავლებელსა თუ მოსწავლეს ამ დღისა და ერთმანეთის ფასი უფრო მეტად შეგვაგრძნობინა.
საყვარელო ბავშვებო, კოლეგებო, მშობლებო, გ ი ლ ო ც ა ვ თ ახალ სასწავლო წელს! ჯანმრთელობას,
წარმატებებსა და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ! 
მოგელით სწავლის მძებნელნო!“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203