წნორის N1 საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს სამ ცვლად განახლდება
14-09-2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს 15 სექტემბერს განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების შემუშავებული რეგულაციების დაცვით იწყებს. სწავლა სკოლაში 3 ცვლად განახლდება. 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის დირექცია გაცნობებთ, რომ  2020-2021  სასწავლო წელს  ვიწყებთ  15  სექტემბერს.  სწავლა  განახლდება  სკოლაში 3  ცვლად: I ცვლისთვის - 9:00 წთ, II ცვლისთვის 10:10 წთ, III ცვლისთვის - 11:55 წთ.   გვაქვს  30 წუთიანი  გაკვეთილები,  იქნება   5 წუთიანი  დასვენებები.  დღის  განმავლობაში  ჩატარდება  12  გაკვეთილი.  სწავლა  დამთავრდება  15:55 წუთზე.  ამჟამად  არ გვაქვს  დაგეგმილი  დისტანციური  სწავლება (ონლაინ  გაკვეთილები)“,-ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203