ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს განახლდება
14-09-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა ბახვის საჯრო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს, კორონავირუსი დაუდასტურდათ; დანარჩენი პედაგოგები თვითიზოლაციაში არიან და არსებული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნულ საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში 1-ელ ოქტომბერს განახლდება.

სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს, ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდებიან და რაც მთავარია, ქვედა ბახვის საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი, პირნათლად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, დირექტორსა და კოლეგას კი გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203