ახალციხის N5 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლებმა სკოლის ეზო მოხატეს
14-09-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზადაა. ბოლო მოსამზადებელი აქტივობა სკოლის ეზოს მოხატვა იყო. ხელოვნების მასწავლებლებმა მოსწავლეების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს და შესასვლელები ნახატებით დაამშვენეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს სკოლის მოსამზადებელ აქტივობაში ჩართულობისათვის, იმ თანადგომის, მხარდაჭერის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც არასდროს იშურებს ახალციხის N5 საჯარო სკოლისთვის.

მადლობა ჩვენი სკოლის ხელოვნების მასწავლებლებს: ლალი მაჭავარიანს, ნინო ივანიძეს, იდა ტიფენცევას, ნათია მღებრიშვილს, მაია შველიძეს, რომლებმაც არაჩვეულებრივად მოხატეს კორპუსების შესასვლელები“,-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203