შაუმიანის N2 სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულ ედიკ კამალიანს სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩარიცხვას ულოცავენ
14-09-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N2 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვერცხლისმედალოსან კურსდამთავრებულს, ედიკ კამალიანს სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩარიცხვას ულოცავენ.

„ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე, ვერცხლისმედალოსანი ედიკ კამალიანი 100% - იანი გრანტით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

ედიკ, გილოცავთ ამ წარმატებას, ეჭვიც არ გვეპარებოდა შენს შესაძლებლობებში. ახლა შენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203