
ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა შრომის პირობების ინსპექტირება და ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ნებართვა მოიპოვა. დირექცია მოსწავლეებსა და მშობლებს მიმართავს.
„ხვალ, სწავლა დაიწყება დილის 9 საათზე. სკრინინგის გავლის გამო გთხოვთ მობრძანდეთ 15 წუთით ადრე, მშობლებმა თავი შეიკავეთ სკოლაში ვიზიტისგან, რადგან covid19 - ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლის ტერიტორიაზე, გარდა მოსწავლეებისა, უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა მითითება და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლოს დაწყებას და გელოდებით ხვალ დილით -15 სექტემბერს, დიდი სიყვარულით!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.