თბილისის N45 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა
14-09-2020

თბილისის N45 საჯარო სკოლა მოსწავლეებს განახლებული ბიბლიოთეკით დახვდება. ახალ სასწავლო წელს მოზარდები იმუშავებენ თანამედროვე სტანდარტის მიხედვით დაგეგმილ სივრცეებსა და ფერად, საინტერესო გარემოში.

ბიბლიოთეკაში მოსწავლეებისთვის განთავსებულია როგორც სამკითხველო, ასევე კომპიუტერული, სადისკუსიო და საკონფერენციო სივრცეები.

მასწავლებლები იხელმძღვანელებენ ახალი მეთოდური ლიტერატურითა და გზამკვლევებით.

I-IV კლასელთათვის ცალკე სივრცეში მოეწყო G-pried-ის განახლებული რესურსები (მანიპულატივები და მაორგანიზებლები, შემეცნებითი, საინფორმაციო და ლიტერატურული ტექსტები, სიტყვისა და ამოცანათა ბარათები).

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს და პედაგოგებს წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203