
თბილისის N89 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი ნინო სამადაშვილი დირექტორს და პედაგოგებს მადლობის წერილს უძღვნის. მცოდნე და პროფესიონალი მასწავლებლების წყალობით აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
„მე ნინო სამადაშვილმა, მინდა მადლობა გადავუხადო 89-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მიმოზა ტყებუჩავას, სასწავლო ნაწილს თამარ ფიროსმანაშვილის, პედაგოგებს - ნანა პანიუტინას, ლალი ქემოკლიძეს, რიტა ნოზაძეს, ლალი გავაშელს, ლია ძამაშვილს, სოფიო სამთელაძეს, მაია ტყაბლაძეს, ქეთინო ლეჟავას და უკლებლივ ყველას იმ გაწეული ღვაწლისათვის, ყურადღებისათვის, სიყვარულისთვის, რასაც იჩენენ თითოეული მოსწავლის მიმართ. ასევე პროფესიონალიზმისათვის. მათი, სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად არ დასჭირდა ჩემს შვილს ცალკე მომზადება რეპეტიტორებთან. ამ სკოლაში მიღებული ცოდნით, შეძლო მაღალი ქულებით ჩაებარებინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და გვიმრავლოს ასეთი პედაგოგები. ღრმა პატივისცემით ნინო სამადაშვილი“,-წერს მშობელი.