
სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა. სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
მასწავლებლები ქმნიან ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოს. პანდემიის პირობებში თითქმის ყველა მოსწავლე ჩართული იყო ონლაინ სწავლებაში. სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა სერტიფიცირებულია.
სკოლა პირველივე დღიდან სასწავლო წელს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით იწყებს.