იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევას მოსწავლე ნიკა სანდუხაძე შეუერთდა
11-09-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ - პატარა ამბებით აცოცხლებენ.

"საიუბილეო გამოწვევას უერთდება აკაკი წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლის, ამჯერად იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ლეგენდარული დირექტორის, უკეთილშობილესი და უპატიოსნესი პიროვნების ალექსანდრე (ალიოშა) სანდუხაძის ძმის გრიგოლ (გრიშა) სანდუხაძის შვილისშვილი, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა სანდუხაძე",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203