საერთო სამაგისტრო გამოცდა 2020 - ინფორმაცია აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე
12-09-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, იმ გამოსაცდელებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ), განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
 
სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განაცხადები მიიღება 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის 18:00 საათამდე: 
 
 
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
 
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.      
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203