აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მისაღებად მზადაა
11-09-2020

2020-2021 სასწავლო წელი ახლოვდება და შესაბამისი სტრუქტურები ყველა სკოლას ამოწმებენ, არიან თუ არა ისინი მზად მოსწავლეთა მისაღებად. რადგან საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, სკოლებს დაევალათ, ზედმიწევნით დაიცვან ჰიგიენის ნორმები, აწარმოონ თერმოსკრინინგი ... მხოლოდ დადებითი დასკვნის საფუძველზე შეეძლებათ სასწავლო დაწესებულებებს, განაახლონ სასწავლო პროცესი.

როგორც Etaloni.ge-ს  აფხაზეთის N2 საჯარო სკოლიდან აცნობეს, სკოლამ შემოწმება წარმატებით გაიარა და მზად არიან, სასწავლო პროცესის აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის.

„2020 წლის 10 სექტემბერს, სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა შემოწმდა შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ რეგულაციებთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კოპწია სკოლა სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მადლობა!

ჩვენ მზად ვართ თქვენთან შესახვედრად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203