გაიცანით კირბლის საჯარო სკოლის წარმატებული მეორეკლასელი ანასტასია დოთიაშვილი, რომელიც izrune.ge-ს დიპლომების მფლობელია
11-09-2020

ეს დადებითი, მოტივაციით აღსავსე, ღიმილიანი გოგონა ანასტასია დოთიაშვილია, რომელიც მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის. ანასტასია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბლის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.

მან დიდი სიხარულით გაგვიზიარა თავისი წარმატება და ემოციები:

„izrune.ge-ს ტესტებს 1-ელი კლასიდან ვაკეთებ. განსაკუთრებით ველოდები თვის ბოლო შემაჯამებელ ტესტს. წინა წელს 5 წარმატების დიპლომი დავაგროვე. ძალიან სახალისო და საინტერესო კითხვები იყო. რაც მთავარია ცოდნის გაღრმავებაში და სწრაფად აზროვნებაში დამეხმარა. მეორე კლასში გადავედი, izrune.ge-ს ტესტებს ახალი შემართებით ველოდები. მინდა ჩემი სკოლა და ჩემი მასწავლებლები მუდამ ვასახელო. izrune.ge-ს მადლობას ვუხდი ასეთი საინტერესო ტესტებისთვის და ასევე მის დამფუძნებელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“,- ამბობს ანასტასია დოთიაშვილი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203