მახოს საჯარო სკოლის მოსწავლე დიმიტრი მსხალაძე izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
11-09-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე დიმიტრი მსხალაძეა. ის ახალ სასწავლო წელსაც აქტიურად აგრძელებს ტესტების გავლას თავის განსაკუთრებულად მზრუნველ დედასთან ერთად. დიმიტრი უკვე მეხუთე კლასის მოსწავლეა.

„პირველი და მეორე ტესტიც დიდი სიხარულით გავაკეთეთ. დიმიტრი დიდი შემართებით და ინტერესით ელოდებოდა თქვენს კითხვებს. აინტერესებდა როგორი კითხვები იქნებოდა და თავს გაართმევდა, თუ არა. მე როგორც დედას, ძალიან მიხარია ტესტებთან დაკავშირებით ბავშვის ასეთი აქტიურობა და ჩართულობა. Izrune.ge-ს წყალობით შვილის ცოდნის დონეს ვარკვევ“, -აღნიშნავს მოსწავლის დედა გუგული გენჯაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203