
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დერჩის საჯარო სკოლა მზადაა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (covid-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით სასწავლო წლის დასაწყებად.
„სკოლამ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. გაიკრა შესაბამისი პოსტერები. სკოლის დირექციამ გააცნო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მათი ვალდებულებები და ინსტრუქციები. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ კოლეგებო“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები