
თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექცია ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოების სრული დაცვით ხვდება. სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციას იცავს.
„ჩვენმა, 71-ე საჯარო სკოლამ, მონიტორინგის შედეგად მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასება! ეს სასიამოვნოა ამ ეტაპზე, თუმცა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს!! დიდი მადლობა, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელი შეფასების მიღებაში, თავისი წვლილი შეიტანა!!!“-აღნიშნავს სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.