ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს - გიორგი სოსელიასა და შუშანიკ ზუმაძეს სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას ულოცავენ
11-09-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მოსწავლეებს გიორგი სოსელიასა და შუშანიკ ზუმაძეს სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას და უსურვებს მორიგ წარმატებებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე.

„დირექცია ასევე მადლობას უხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საგანმანათლებლო რესურცენტრს ლამაზი დღისთვის.

ეს მოსწავლეები სკოლაში სწავლების პერიოდში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით . ორივე მათგანი კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რომლის დასტურია ის, რომ ასოციაცია „ათინათის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე მოიპოვეს გაიმარჯვება და გაემგზავრნენ ლონდონში Kaplan International Languages – Torquay  - ორკვირიან ბანაკში. 

ასევე, შუშანიკ ზუმაძე გამოირჩევა შემოქმედებითი ნიჭით. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი არტ-გალერეაში.

შუშანიკმა და გიორგიმ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები. დარწმუნებული ვართ, რომ დიდ წარმატებებს მიაღწევენ ცხოვრებაში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203