თერჯოლის N1 საჯარო სკოლამ ინსპექტირება წარმატებით გაიარა
10-09-2020
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მოსწავლეების მისაღებად მზადაა. სკოლამ ინსპექტირება წარმატებით გაიარა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მიღებას მოუთმენლად ელოდებიან.
„გილოცავთ! თერჯოლის პირველმა საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა ინსპექტირება. თქვენ მობრძანებას მოუთმენლად ელოდება მშობლიური სკოლა 15 სექტემბერს. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.