ბათუმის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე თემო ბერიძე izrune.ge-ს ოქროს დიპლომების მფლობელია
10-09-2020

მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალის, izrune.ge-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეების დისტანციური განათლების მოტივაცია, წარმოჩენა და წახალისებაა.

გაიცანით, სასახელო მოსწავლე ბათუმიდან. ეს მოტივაციით აღსავსე, წარმატებული ბიჭი თემო ბერიძეა. ბერიძეების ოჯახში შვილის განვითარება პრიორიტეტულია, რაშიც მათ izrune.ge-ს ტესტები ეხმარება.

„გამარჯობა, მე თემო ვარ, ბათუმის N10 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე. ჩემი მზრუნველი დამრიგებელი ხათუნა სიხარულიძეა. izrune.ge-ს ტესტებს 1 კლასიდან ვაკეთებ. წინა წელს ბევრი ოქროს დიპლომი დავაგროვე. მადლობა თქვენ ასეთი კარგი პროექტისთვის“,-ამბობს თემო.

თემო გვპირდება, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. Etaloni.ge და izrune.ge შემდგომ წარმატებებს უსურვებს თემოს.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერი „წიგნიერების ხუთშაბათის“ დღეა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203