
ხონის მუნიციპალიტეტის კუხის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მოსწავლეების მისაღებად მზადაა.
სკოლამ უკვე გაიარა შემოწმება. დირექციამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.
სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს სკოლები სასწავლო პროცესს განსხვავებულ პირობებში განაახლებენ.