გორის N12 სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ
10-09-2020

გორის N12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ.

მარიამ მახვილაძემ და ეთერ ნარიკაშვილმა 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. ლევან ლაფაჩი, შოთა ლაფაჩი და თიკა ბარამაშვილი 70%-იანი გრანტის მფლობელები არიან. ლადი მშვიდობაძე, ეთერ მაყიშვილი, გიორგი თინიკაშვილი, თორნიკე დათუნაშვილი და თამარ ხადური კი 50%-იანი გრანტის მფლობელები არიან.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...